რეზონანსი
10.08.2025

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენერალური შტაბში განმარტავენ, რომ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ფედერაციის საწვავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საოკუპაციო ძალების ნავთობპროდუქტებით მომარაგებაშია ჩართული. მისი წლიური გადამუშავების სიმძლავრე 7 მილიონ ტონამდე ნავთობია.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებს სისტემატურად ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც მიმართულია მოწინააღმდეგის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ, რათა აიძულოს იგი შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული თითოეული დაზიანებული ობიექტი, რომელიც ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ მისი დანაშაულებრივი ომის მომარაგებაში, გვაახლოებს სამართლიან მშვიდობასთან", - აცხადებენ გენშტაბში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×