რეზონანსი
10.08.2025

გომბორის უღელტეხილზე 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით, ფოლკლორულ ღონისძიებაზე მოხდა.

ერთ - ერთი ვერსიით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს მიაყენა ჭრილობა და მიიმალა. თუმცა, რამ გამოიწვია მხარეებს შორის დაპირისპირება, უცნობია.

დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების განმარტებით, მას ცივი იარაღით ღვიძლი აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×