რეზონანსი
10.08.2025

ოდესის ოლქში, სანაპიროზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სამი დამსვენებელი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქებები ნაპირიდან დაახლოებით 50 მეტრში მოხდა.

„ცურვის დროს, უცნობი ობიექტების ორი აფეთქების შედეგად, სამი დამსვენებელი დაიღუპა - ერთი ქალი და ორი მამაკაცი", - აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ერთი მამაკაცი კაროლინო-ბუგაზის დასახლებაში დაიღუპა, მეორე მამაკაცი და ქალი კი - ზატოკაში.

„ყველა მათგანი ასაფეთქებელ მოწყობილობებზე აფეთქდა, როდესაც დასვენებისთვის აკრძალულ ზონებში ცურავდნენ", - აღნიშნა კიპერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×