რეზონანსი
10.08.2025

საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის" გაუქმებას შესაბამის უწყებაში. ამ ფონზე ნომრების ჩამორთმევა და გაუქმება მტკივნეული და ზიანის მიმყენებელი „ნაცმოძრაობისთვის" არ იქნება, - განაცხადა „ხალხის ძალის" ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ნაცმოძრაობის" ფილიალების ნახევარი იღებს მონაწილეობას და ნახევარი - არა, უკვე ნიშნავს იმას, რომ შეგუებულები არიან, რომ პოლიტიკურ ველზე მათი ადგილი არ არის. ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ჩვენ ვხედავთ, რა რესურსია აქვთ. უბრალოდ იღებენ მონაწილეობას იმიტომ, რომ მიიღონ მონაწილეობა. ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფო იქნება სამართლებრივი სახელმწიფო და ქართველი ხალხი გაჰყვება იმ პოლიტიკას, რაც აირჩია და განსაკუთრებით დააფიქსირა 2022 წლის შემდგომ, რაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა უკრაინაში და საქართველოს მოსთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 17 პარტია მიიღებს. მათგან ხუთს იგივე ნომერი ექნება, რაც გასულ საპარლამენტო არჩევნებში. „ნაციონალური მოძრაობა" და პარტია „ახალი" კი საარჩევნო ნომრის გარეშე დარჩნენ, რადგან ცესკოს კანონით დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის არ მიმართეს. შესაბამისად ეს ნომრები, შემთხვევითობის პრინციპით სხვა საარჩევნო სუბიექტებს ერგოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×