რეზონანსი
10.08.2025

გაერო-ს უშიშროების საბჭოში ისრაელის წარმომადგენელი ჯონათან მილერი აცხადებს, რომ ისრაელი არ გეგმავს ღაზის მუდმივ ოკუპაციას.

მილერის თქმით, ისრაელს აქვს ხუთი პრინციპი ომის დასასრულებლად. ესენია: „ჰამასის" განიარაღება, ყველა მძევლის დაბრუნება, ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია, ღაზაში ისრაელის „უზენაესი უსაფრთხოების კონტროლის" დაწესება, „ალტერნატიული სამოქალაქო ადმინისტრაციის" შექმნა, რომელიც არ იქნება არც „ჰამასის" და არც პალესტინის გავლენის ქვეშ.

სიტყვით გამოსვლისას ისრაელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ჰამასთან" ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები ჩაიშალა იმ დღეს, როდესაც საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმის შესახებ განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×