რეზონანსი
10.08.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება, მოქალაქე ლიკა შენეგლიას საჯარო განცხადებაზე, რომელიც ინფლუენსერ სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს.

სოციალურ ქსელში, საჯაროდ გავრცელებულ წერილში ქალი წერს, რომ გოგიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე მას თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.

ლიკა შენგელიას faceebook სტატუსის მიხედვით, მისთვის მიყენებული დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ მან გონება დაკარგა.

სავარაუდო დანაშაულს, სავარაუდოდ ყავს მოწმეეებიც. ქალი ამბობს, რომ თავდასხმაში მხილებულ ტელეწამყვანს არ უჩივის, თუმცა სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია უკვე რამდენიმე საათია სოციალურ ქსელში ვირუსულად არის გავრცელებული.

სალომე გოგიაშვილი და არც ლიკა შენგელია სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×