რეზონანსი
11.08.2025

ავსტრალია სექტემბერში დაგეგმილ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.

ამის შესახებ განცხადება ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ გააკეთა.

მისი თქმით, ავსტრალია აღიარებს პელესტინელი ხალხის უფლებას გააჩნდეს საკუთარი სახელმწიფო.

მისივე თქმით, პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, რომ „ჰამასის“ ტერორისტები არანაირ როლს არ ითამაშებენ პელესტინის მომავალ სახელმწიფოში“.

ცნობისთვის, პალესტინის სახელმწიფო ამჟამად გაერო-ს წევრ 150-ე ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის არის ევროკავშირის წევრი ესპანეთი და ირლანდია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ წელს შემოდგომაზე აპირებს აღიაროს პალესტინის სახელმწიფო. ანალოგიური განზრახვის შესახებ გამოაცხადა კანადამაც. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე არ გამორიცხა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×