რეზონანსი
11.08.2025

ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა და თავად მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი.

„2018 წლამდე ამ რეჟიმის და პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს მოხდა ასეთი რამ, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ და ამან მისცა ერთგვარი საბაბი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ. მაშინ იყო რთული პერიოდი, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის შიგნითაც „ქართულ ოცნებაში“ არ იყო მარტივი ვითარება და ჩვენ გაგვიჭირდა სალომე ზურაბიშვილის დაცვა მაშინ, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა. ამ განცხადების გამო სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს მოღალატედ და დღემდე ალბათ ძალაშია მათი ეს პოზიცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×