რეზონანსი
12.08.2025

პოლონეთში პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კოალიციური მთავრობა სკანდალში გაეხვა. გამოცემა Politico და პოლონური მედია წერენ, რომ პოლონეთმა ევროკავშირისგან მიღებული თანხა არამიზნობრივად დახარჯა.

საქმე ეხება მილიონობით ევროს, რომელიც ევროკავშირმა კოვიდ 19-ის პანდემიით დაზარალებულ პოლონეთს ეკონომიკის აღსადგენად გამოუყო.

მედიის ინფორმაციით, ტურისტული სექტორის აღსადგენად მიმართული 280 მილიონი ევრო რეალურად იახტებს, საუნებს, სვინგერ კლუბებსა და ფუფუნების საგნებს მოხმარდა. ტუსკის ოპოზიცია ევროპული გრანტების არამიზნობრივი მოხმარების გამოძიებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×