რეზონანსი
12.08.2025

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, რადიკალურმა ლიბერალიზმმა იმდენად აგრესიული ფორმები მიიღო, რომ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო ინტერესებთან. იმის ნაცვლად, რომ ლიბერალიზმი თავისუფლებას გულისხმობდეს, კიდევ უფრო მკაცრად აკონტროლებს სწორედ სიტყვის თავისუფლებას და ადამიანების განსხვავებულ მოსაზრებას, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-პიკერმა ნინო წილოსანმა.

„ჩვენი ხელისუფლება და ქართველი ხალხი წლების განმავლობაში ძალიან მკაცრი კრიტიკის ქვეშ ექცეოდა იმის გამო, რომ გვინდოდა ჩვენი იდენტობის დაცვა, არასდროს გვიღალატია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაცრად გვაკრიტიკებდნენ და თავს გვესხმოდნენ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებდა. ჩვენ ყოველთვის ვიცავდით ამ ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×