რეზონანსი
12.08.2025

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ კომპანია "სთარინგ ჯორჯიას" მთავრობამ შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკი "ციცინათელა" მართვაში გადასცა. ამასთან, მთავრობის 6 აგვისტოს განკარგულებით კომპანიას 4.7 მილიონი ლარის სუბსიდიაც გამოეყო.

კომპანია "სთარინგ ჯორჯია" ურეკში მდებარე "ბლექ სი არენას" და "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის" მფლობელია. კომპანია ამასთანავე, სუბსიდირებული კონცერტების პროგრამა "სთარინგ ჯორჯიასაც" ახორციელებს.

ატრაქციონების პარკი ციცინათელა 2007 წელს, ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ასოციაცია ატუმ" ააშენა და ის სახელმწიფოს გადასცა. იურიდიულად კომპანიას "სერვისი 7" ეწოდება. 2011-2023 წლებში მის მართვას ბიძინა ივანიშვილის ბელიზური ოფშორული კომპანია "ტარპან მენეჯმენტის" საკუთრებაში არსებული კომპანია "მენეჯმენტ სერვისი" ახორციელებდა, თუმცა ახლა კომპანიის მართვა "სთარინგ ჯორჯიას" გადაეცა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ატრაქციონების პარკის შემოსავალი 2.8 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 165 ათასი ლარი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×