
საზმაუს მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვახუშტი მენაბდეს ენმ “ოცნებასთან” გარიგებაში ადანაშაულებს. ანა წითლიძე სოციალურ ქსელში სატენდერო ხელშეკრულებებს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, ვახუშტი მენაბდის ძმა და არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე აწერენ ხელს.
„ანუ ჩვენ რომ რუს ქოცებს ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდის ოჯახი, სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა ქოცებთან.
მენაბდეების ანგარიშზე მილიონობით მოგებული ტენდერი და მენაბდის მარანი.
მინდა ყველამ ნახოთ.
მერე შეხვიდეთ ტენდერების გვერდზე და გადაამოწმოთ საკუთარი თვალებით.
ეს ერთ-ერთი ხელშეკრულებაა, ასეთი არის მრავალი შპს „გურიამშენთან“.
ამ ხელშეკრულებას ხელს აწერენ ვახუშტი მენაბდის ძმა და აჩიკო თალაკვაძის ძმა.
2024 წლის 8 ივლისია ხელშეკრულების დადების თარიღი.
თუ გვერდზე შეხვალთ და დაათვალიერებთ იპოვით აგვისტოში დადებულ ხელშეკრულებებსაც.
თუ რამეს გაბრალებთ გამოდი და უარყავი”, – მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ვახუშტი მენაბდეს.