რეზონანსი
13.08.2025

ბევრი ევროპელი ლიდერი ეჭიდება ფანტაზიას, რომ გაჭიანურებული ომი მოსკოვში რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერები პუტინის დემონიზებას ახდენენ და მშვიდობისკენ მიმავალ ერთადერთ გზას ბლოკავენ.

„რეალობის თვალებში შეხედვისა და მოლაპარაკების ნაცვლად, ისინი პრეზიდენტ პუტინის დემონიზებას ახდენენ და მშვიდობისკენ მიმავალ ერთადერთ გზას ბლოკავენ. ევროპის თვითსაბოტაჟი უძლურებს გვტოვებს, სხვები კი ჩვენს ბედს წყვეტენ. საკმარისია!“- წერს ორბანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×