რეზონანსი
13.08.2025

რომ ქვეყნის ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს საზოგადოების და პირველ რიგში, საკუთარი თავის ილუზორულ პირობებში ცხოვრების გაგრძელება - რამეთუ აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და პირველ რიგში, ჩვენ თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს, - აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

მათი შეფასებით, ევრობიუროკრატია საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს და ბრიუსელთან გაწყვეტილი კომუნიკაციის აღსადგენად, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონების გაუქმებას მოითხოვს.

„რამდენიმე კვირის წინ, ჩვენმა ორგანიზაციამ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა საქართველოსთან მიმართებით, ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულების შესახებ, რომელშიც აღვნიშნავდით, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს საზოგადოების და პირველ რიგში, საკუთარი თავის ილუზორულ პირობებში ცხოვრების გაგრძელება - რამეთუ აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და პირველ რიგში, ჩვენ თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს.

აღნიშნული წერილის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ქართულ საზოგადოებას ჩვენი მოსაზრება, საქართველოს ეგრეთ წოდებულ "ევროპულ პერსპექტივასთან“ დაკავშირებით.

დღეს, ევრობიუროკრატია საქართველოს ხელისუფლებას ძალიან კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს - იმისათვის, რომ აღდგეს ბრიუსელთან გაწყვეტილი კომუნიკაცია, უნდა გაუქმდეს ორი უმნიშვნელოვანესი კანონი, ესენია - ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონები. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ: თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×