რეზონანსი
13.08.2025

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ევროპის პოზიცია გაახმოვანა.

მერცის თქმით, ევროპელი ლიდერები და უკრაინა თანხმდებიან რამდენიმე ძირითად პრინციპზე:

უკრაინა უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ნებისმიერი სამომავლო მოლაპარაკება, რომელიც უკრაინას ეხება, მისი უშუალო მონაწილეობით უნდა წარიმართოს.

მოლაპარაკებების სწორი თანმიმდევრობა. კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ცეცხლის შეწყვეტით უნდა დაიწყოს.

ტერიტორიული საკითხები. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა მზადაა განიხილოს ტერიტორიული საკითხები, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის იურიდიული აღიარება არ განიხილება.

უსაფრთხოების გარანტიები. აუცილებელია, რომ უკრაინას ჰქონდეს გრძელვადიანი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები, რათა მომავალში მსგავსი აგრესია თავიდან იყოს აცილებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×