რეზონანსი
13.08.2025

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

მიხეილ ყაველაშვილმა თურქულ მხარესთან გამართული შეხვედრები ჟურნალისტებთან შეაფასა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები კიდევ მეტად განვითარდება.

„თურქეთის პრეზიდენტმა, ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მართლაც უმაღლესი დონის შეხვედრები მოგვიწყვეს საქართველოს დელეგაციას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ასეთი უმაღლესი დონის შეხვედრების ორგანიზებისთვის. ჩვენ შევეხეთ თითქმის ყველა თემას. გუშინ გვქონდა მაღალი დონის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან. ურთიერთნდობაზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, რომელიც გამოხატულია თურქეთს და საქართველოს შორის, იმედს მაძლევს და დღეს კიდევ უფრო მეტად მიმყარებს რწმენას, რომ ეს ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×