რეზონანსი
13.08.2025

თუ პუტინთან შეხვედრა კარგად ჩაივლის, სურვილი გამიჩნდება, თითქმის დაუყოვნებლივ დავაორგანიზოთ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“თუ პირველი [შეხვედრა] კარგად ჩაივლის, მალევე მეორე გვექნება, სურვილი მექნება, რომ თითქმის დაუყოვნებლივ გავუწიოთ ორგანიზება - პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, და მეც ვიქნები, თუ ენდომებათ, რომ დავესწრო.

ეს იქნება შეხვედრა, რომელზეც, შესაძლოა, საკითხის სრულად მოგვარება მოხერხდეს… მაგრამ ზოგიერთი მნიშვნელოვანი რამ უკვე პირველ შეხვედრაზე შეიძლება იქნას მიღწეული.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რომელიც საფუძველს მოამზადებს მეორე შეხვედრისთვის. თუმცა, მეორე შეხვედრა შეიძლება არ მოხდეს თუ ვიგრძნობ, რომ სათანადო არ არის მისი ჩატარება, ვინაიდან ის პასუხები არ მივიღეთ, რომლებიც უნდა მიგვეღო. ასეთ შემთხვევაში მეორე შეხვედრა არ იქნება”, - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×