რეზონანსი
13.08.2025

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ონლაინ სამიტის დროს ტრამპმა თქვა, რომ როცა უკრაინაში ომი დასრულდება და მშვიდობა დამყარდება, ამერიკა დაეხმარება ევროპას უსაფრთხოების გაძლიერებაში, მაგრამ ნატო ამ საქმეში არ ჩაერთვება.

„ტრამპმა ისაუბრა რაღაცებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მან თქვა, რომ ნატო არ უნდა იყოს ამ უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს სწორედ ეს უნდა – ნატო არ მონაწილეობდეს. მაგრამ ამერიკა და სხვა ქვეყნები, რომლებიც მზად არიან, უნდა დაეხმარონ უკრაინას“,-თქვა მაკრონმა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, ონლაინ სამიტზე ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ თუ უკრაინა რამე ტერიტორიას დაუთმობს, მაშინ მას სანაცვლოდ უსაფრთხოების მძლავრი გარანტიები უნდა მიეცეს.

„ეს სწორედ ის პოზიციაა, რომელსაც ჩვენ ვიცავდით ბოლო რამდენიმე თვე. ამიტომაც შევქმენით ჩვენი კოალიცია – ქვეყნები, რომლებიც მზად არიან უკრაინის დახმარებაზე. ტრამპმა ზუსტად ეს თქვა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განმარტება იყო, რაც დღეს გავიგეთ“, – აღნიშნა მაკრონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×