რეზონანსი
13.08.2025

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ", როგორც ამას ისინი გვპირდებოდნენ, შეერთებულ შტატებთან "ვერაფერი ვერ დაალაგა. 

გრიგოლ გეგელიას თქმით, "პირველივე შეფასებაში ტრამპის ადმინისტრაციამ სახელი დაარქვა "ქართული ოცნების" სახადს". 

ეს დასკვნა არის ყველაზე მწვავე დასკვნა ადამიანის უფლებათა მიმართულებით, რაც მე ოდესმე მახსენდება ბოლო, მინიმუმ ათწლეულის განმავლობაში. ეს დასკვნა არის პირდაპირი ლუსტრაცია იმისა, რომ პირველი საქართველოს მართავს ავტოკრატია, მეორე - ეს ავტოკრატია არის პირდაპირ კავშირში არაფორმალურ ელემენტებთან, ტიტუშკებთან, რომელიც 4-ჯერ, თუ 5-ჯერ არის ნახსენები დოკუმენტში და შესაბამისად, რომ ძალაუფლების კრიზისში მყოფი ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია არავითარი ლეგიტიმურობა, რეალურად დგას რამდენიმე ასეული ტიტუშკის ბოგინზე და არავითარი სხვა ძალა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამ ე.წ. ხელისუფლებას არ გააჩნია...

ეს არის პრეზიდენტი ტრამპის მმართველობის დროს პირველი ასეთი დასკვნა. პირველივე შეფასებაში ტრამპის ადმინისტრაციამ სახელი დაარქვა "ქართული ოცნების" სახადს და თქვა, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც ჟურნალისტებს, თავისუფალ მოქალაქეებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და ყველა ფორმის განსხვავებულ აზრს დევნის, აპატიმრებს, ქუჩაში თავს ესხმის და ავიწროებს. 

ეს არის დასკვნა, რომელმაც პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ვერანაირ დალაგებას ადგილი ვერ ჰქონდა. "ქართულ ოცნებას", რომელიც გვეფიცება, რომ ტრამპი მოვა თუ არა ყველაფერი კარგად იქნებაო, ვერავითარი დალაგება ვერ მოხდა," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ 2024 წლის ანგარიშში გამოაქვეყნა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს სანდო ცნობები წამების ან სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ. მათ შორისაა მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ძალადობით დამუქრება, ჟურნალისტების დაუსაბუთებელი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×