რეზონანსი
13.08.2025

დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს იშვიათი ლითონების მოპოვებაზე წვდომას შესთავაზებს, რათა უკრაინაში ომის დასრულება წაახალისოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს გეგმა მოიცავს ალასკის ბუნებრივი რესურსების მოსკოვისთვის გახსნას და რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე დაწესებული ზოგიერთი ამერიკული სანქციის მოხსნას“, - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იკვლევს იმ ეკონომიკურ დათმობებს, რაზეც აშშ შეიძლება წავიდეს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასაჩქარებლად.

წინადადებები მოიცავს პუტინისთვის წვდომის მიცემას იშვიათი ლითონების მარაგებზე უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×