რეზონანსი
14.08.2025

ამომრჩეველმა უნდა თქვას, არის თუ არა მზად, შანტაჟის სანაცვლოდ ხელისუფლებაში მოიყვანოს მათთვის მიუღებელი და ქვეყნის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები - ისეთი, როგორიც არის კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრიუსელის პოზიციით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას უკავშირდება.

„რა სარგებელი ექნება ევროინსტიტუციებს, მათ წარმომადგენლებს, თუ საქართველოში ჩვენი ტრადიციები დაცული არ იქნება?! სწორედ ეს არის კითხვა, რომელზეც ქართველმა ამომრჩეველმა თვითმმართველობის არჩევნების დროს პასუხი უნდა გასცეს და თქვას, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არის თუ არა მისაღები ფორმა და არის თუ არა მზად, შანტაჟის სანაცვლოდ ხელისუფლებაში მოიყვანოს მათთვის მიუღებელი და ქვეყნის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალები - ისეთი, როგორიც არის კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნა წილოსანმა.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ბრიუსელი საქართველოს გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონების გაუქმებას სთხოვს - წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×