რეზონანსი
14.08.2025

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში დრონებით იერიში საცხოვრებელ სახლზე მიიტანეს, დაშავებულია 13 ადამიანი

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში საცხოვრებელ სახლზე მიიტანეს.

ადგილობრივი ხელისუფლება 13 დაშავებულის შესახებ იუწყება, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც რუსული მედია როსტოვის გუბერნატორზე დაყრდნობით წერს, დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი სახლი.

ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ტელეგრამარხებში მომხდარის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×