რეზონანსი
14.08.2025

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გამჭვირვალობამ, შეიძლება რეალური ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირის ანუ ევროპელთა ფული, სინამდვილეში არა სამოქალაქო ინტერესებისთვის იხარჯება, არამედ იხარჯება ათასგვარი რევოლუციური განწყობების შექმნისათვის.

ქადაგიშვილის განმარტებით, ევროკავშირი გარკვეული ჩამოუყალიბებლობის პირობებშია, როდესაც მან არ იცის თუ როგორ განახორციელოს რეალურად ევროკავშირის გაფართოების შემდგომი პოლიტიკა, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაშიც.

"ამ გამჭვირვალობამ, შეიძლება რეალური ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირის ანუ ევროპელთა ფული, სინამდვილეში არა სამოქალაქო ინტერესებისთვის იხარჯება, არამედ იხარჯება ათასგვარი რევოლუციური განწყობების შექმნისათვის. ოფიციალურ დოკუმენტაციაში არც გამჭვირვალობა არ ითვლება ევროკავშირისთვის ცუდ რამედ და თავის ქვეყნებში ამას აკეთებენ, არც ლგბტ ქორწინება არ ითვლება ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ოფიციალურ მოთხოვნად. მაგრამ, ეს არაოფიციალური და სინამდვილეში რეალური მოთხოვნა, რომ მთელი სიმწვავით დგას მათ დღის წესრიგში, ეს ფაქტია. არ გვინდა, რომ ეს იდეოლოგია იყოს დომინანტი იდეოლოგია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული მოცემულობები, სირთულეები რომლებიც დღეს არის, ამას რეალურად სტრატეგიული კურსის შეცვლა უნდა მოჰყვეს. თუმცა ვიმეორებთ და ვამბობთ კიდევაც, რომ თვითონ ევროკავშირი არის გარკვეული ჩამოუყალიბებლობის პირობებში, როდესაც მან არ იცის თუ როგორ განახორციელოს რეალურად ევროკავშირის გაფართოების შემდგომი პოლიტიკა, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაშიც", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×