რეზონანსი
14.08.2025

ტყვეთა გაცვლის ფარგლებში რუსეთმა უკრაინას 33 სამხედრო მოსამსახურე და 51 სამოქალაქო პირი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

როგორც ტყვეთა გაცვლის საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული, სამშობლოში დაბრუნებულთა შორის არიან ის პირებიც, რომლებიც რუსეთის დროებითი ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე დააკავეს მაშინ, როდესაც რუსეთს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის ამ მოქალაქეებს რუსეთში ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნებულებიდან უმეტესობას სამედიცინო დახმარება ესჭიროება.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაიბრუნა 84 სამხედრო მოსამსახურე უკრაინის ტერიტორიიდან და გადასცა უკრაინას 84 მძევალი ჯარისკაცი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×