რეზონანსი
15.08.2025

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატმა ზამურ ჭითანავამ ისაუბრა იმაზე, თუ რა პროექტებს განახორციელებს მერად არჩევის შემთხვევაში.

„ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ ჩემი ქალაქის და ჩემი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარ. ყველაფერი მინდა გავაკეთო ბოლნისის და ბოლნისელებისთვის. რაიონში არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს და მინდა, ამ კუთხით მომავალშიც გაგრძელდეს. მინდა, მაშავრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა ტბამ მოდერნიზაცია განიცადოს და იქ არსებული პარკი ისეთ რეკრეაციულ ზონად გადავაქციოთ, რომ გაიხაროს პატარა ბავშვებმა და მოზარდებმა”, - განაცხადა ზამურ ჭითანავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×