რეზონანსი
15.08.2025

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს. ჩანაცვლებითი თერაპიის ამ დრომდე მოქმედი კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტენ.

სახელმწიფო სერვისის მისაღებად, რეგისტრაცია კერძო დაწესებულებების ბენეფიციართა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გაიარა. ყველა, მათ მიერ შერჩეულ ცენტრებში მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებენ.

დაახლოებით, 100-მა ადამიანმა ვერ მიიღო სერვისის გაგრძელების ნებართვა. როგორც განიმარტა, მათ შორის არიან არა რეგულარული, არამედ ინციდენტურად მომხმარებელი პირები. ასეთ შემთხვევაში, ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების საფუძველი არ არსებობს. თუმცა ისინი შეძლებენ დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.

ბენეფიციარებმა უნდა დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები, მათ შორის თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×