რეზონანსი
15.08.2025

"ვფიქრობ, პუტინი მშვიდობას დაამყარებს", - ამის შესახებ ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტთან პუტინითან დაგეგმილი მოლაპარაკებებამდე განაცხადა.  დონალდ ტრამპის თქმით, ამ შეხვედრით გაირკვევა თუ სად დგას თითოეული მხარე.

"ვფიქრობ, ეს კარგი შეხვედრა იქნება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის მეორე შეხვედრაა, რომელსაც უკვე ვგეგმავთ. შევხვდებით პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიც მოვიწვიოთ, თუმცა არ ვიცი, საჭიროა თუ არა ეს. ვფიქრობ, პუტინი მშვიდობას დაამყარებს და ზელენსკიც იმავეს იზამს. მე რომ პრეზიდენტი არ გავმხდარიყავი, პუტინი მთელს უკრაინას ჩაიგდებდა ხელში.

ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო უნდა იყოს. გავიგებთ სად დგას თითოეული მხარე. პირველივე წუთებიდან გაირკვევა, როგორი იქნება ეს შეხვედრა, თუ მოლოდინს არ გაამართლებს, ძალიან სწრაფად დავასრულებთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×