რეზონანსი
15.08.2025

აშშ-ის ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, სადაც აშშ-სა და რუსეთის ლიდერების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უნდა გაიმართოს, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, - ინფორმაციას უკრაინული მედია აქციის ორგანიზატორების ვებგვერდზე, Stund Up Alsaka-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დროშებითა და უკრაინის მხარდამჭერი ბანერებით დაახლოებით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით : „პუტინ, წადი სახლში და ჯოჯოხეთში“, „გაათავისუფლე უკრაინა“, „უკრაინა და ალასკა აღარ იქნება რუსეთი“, „გაეთრიე უკრაინიდან“ და სხვა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას წარუმატებლობის 25%-იანი შანსი აქვს. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი შეთანხმების მიღწევას აპირებს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×