რეზონანსი
15.08.2025

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის კიდევ ერთ შეუსრულებელ დაპირებაზე საუბრობს.  ოპოზიციონერი ლიდერი, ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელთან იმყოფებოდა, რომელიც, მისი თქმით, საბჭოთა პერიოდიდან არსებობს, ინფრასტრუქტურაც გამართულია, უბრალოდ მოპირკეთება და ექსკალატორის დამონტაჟებაა საჭირო, რომ გლდანელების პრობლემები მოიხსნას და მეტროს ერთი ჩასასვლელის ნაცვლად, ორი შესასვლელით ისარგებლონ. 

ელისაშვილის განაცხადებით, კალაძე ჯერ კიდევ 2022 წელს დაჰპირდა მოსახლეობას, აღნიშნული ამოსასვლელის გაკეთებას და ამისთვის 5 ეტაპიანი პროექტიც წარადგინა, რომელიც 2024 წლის ნომებრის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა და ადგილი კვლავ ნაგავსაყრელადაა ქცეული.

თბილისის არსებობის მანძილზე ყველაზე მექრთამე და აფერისტი მერის კიდევ ერთი აფერისტობის შესახებ მინდა მოგიყვეთ. ყველამ ვიცით, რომ გლდანი თბილისში ყველაზე დიდი რაიონია, სადაც დაახლოებით 350 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და ამ უზრმაზარ რაიონს მხოლოდ ერთადერთი მეტრო ემსახურება, რომელსაც ერთადერთი ამოსასვლელი აქვს. სწორედ ამითომ, დილას და საღამოს, როდესაც ადამიანები სახლიდან სამსახურში და სამსახურიდან სახლში მიდის, მეტროს ამოსასვლელში ძალიან წვალობს. დგას რიგებში, არის ჭლეტა. რადგან დიდი ნაკადია და მხოლოდ 1 ჩასასვლელი ემსახურება. ამ ხალხის წვალების მოგავრება ძალიან მარტივად შეიძლება, რადგან საბჭოთა პერიოდიდან არსებობს გლდანის მეტროსა მეორე ამოსასვლელი, ინფრასტრუქტურა თითქმის, დამთავრებულია, მოსაპირკეთებლია და ექსკალატორია დასაყენებელი, რაც უზარმაზარი შევბა იქნება გლდანის მოსახლეობისთვის. საბჭოთა დროიდან არსებობს ეს მიგდებული გვირაბი, უბრალოდ დასამთავრებელია. ამის შესახებ საკრებულოს წვერი რომ ვიყავი, ვლაპარაკობდი, მერობის კანდიდატი რომ ვიყავი,ვლაპარაკობდი, ვიდეოები მაქვს გაკეთებული, ბოლოს კალაძემ კეთილი ინება და 2022 წელს თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ვიცი, გლდანელები ძალიან წვალობენ და მათი პრობლემა რომ მოვაგავროთ, მეორე ამოსასვლელი უნდა დავამთავროთო. 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან, 5 ეტაპიანი პროექტი გვექნება გამზადებულიო და ვიწყებთ რეაბილიტაციასო. დღეს ერთი წლის დამთავრებული უნდა იყოს გლდანის მეორე ამოსასვლელი, რეაბილიტირებული,- განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, ეს გვირაბი იმიტომ ვერ დასრულდა აქამდე, რომ “თვითონ კალაძე, მისი მოადგილეები და გლდანის გამგებელი მეტროთი არ დადიან და ეტყობა სათანადო ფულიც ვერ მოიპარა და ამიტომა არ გაკეთდა ამ დრომდე“.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×