რეზონანსი
15.08.2025

"ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივას, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად პლებისციტი ჩაატაროს, რათა გაირკვეს, რა არის ხალხის დაკვეთა, შეფასებები კეთდება სახელისუფლებო გუნდში.

მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ბრიუსელის ეს პირობა გაუგებარია, რადგან კანონების გაუქმება უვიზო მიმოსვლასთან კავშირში არ არის.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ყველა აცდენილია რეალობას, ვინც მიიჩნევს, რომ ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. 

"თუ ქართველს საპირწონედ დაუყენებ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვიზალიბერალიზაციის საკითხი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, თუ საპირწონედ დგება ის, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტრადიციებზე, ჩვენს იდენტობაზე, ჩვენს ღირებულებებზე და ლგბტ პროპაგანდა დავუშვათ, რომელიც ყველაზე სახიფათო ბავშვებშია და სადამდე მიიყვანა ამ ყველაფერმა დასავლეთ ევროპის ძალიან წარმატებული ქვეყნები, რომელსაც მე შეგნებულად არ ჩამოვთვლი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. განსხვავებულ აზრს ფაშისტურად დევნიან და ეს მახინჯი იდეოლოგია, რომელიც ისეთ მარტივ ჭეშმარიტებას უარყოფს, როგორიც არის ის, რომ სულ არსებობს ორი სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მიუღებელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვიღაც დაგვიდებს სასწორის ერთ პინაზე ასარჩევად ამ სიმახინჯის მიღებას და მეორე პინაზე რაღაც ტიპის სარგებელს ჩვენი მოქალაქეებისთვის, იგივე ვიზალიბერალიზაციას ან სხვა ტიპის კომფორტს, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ იმას, რომ ჩვენი ტრადიციები, იდენტობა იყოს დაცული, ჩვენი მომავალი თაობები იყვნენ დაცული. ოპოზიცია ძალიან აცდენილია რეალობას და ის ევრობიუროკრატები ძალიან აცდენილები არიან რეალობას, ვინც მიიჩნევენ იმას, რომ გამჭვირვალობა ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, ან ვინც მიიჩნევენ იმას, რომ ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

საუბარია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს კითხვაზე"- "ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ, მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×