რეზონანსი
15.08.2025

აშშ-ში მცხოვრები ათობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი 15 აგვისტოდან სამართლებრივ სტატუსს დაკარგავს, თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ მიიღებს ზომებს, რის გამოც ისინი დაკავებისა და დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დაახლოებით 120 ათასი უკრაინელი, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აშშ-ში გადასახლდა, თანდათან ჰუმანიტარულ თავშესაფარს დაკარგავს.

„უკრაინელები ქვეყანაში „გავერთიანდეთ უკრაინისთვის“, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დროებითი სამართლებრივი პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ. მათ ორწლიანი განახლებადი სტატუსი მიანიჭეს იმ პირობით, რომ ისინი კერძო ამერიკელ სპონსორს იპოვიდნენ, რომელიც მათ მიიღებდა“, - წერს გამოცემა.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა ასეთი პროგრამა, როგორც უკრაინელების გადასახლების სწრაფი საშუალება, რადგან აშშ-ში ლტოლვილების მიღების ტრადიციული სისტემა წლობით იწელება.

თუმცა, როცა ტრამპი გახდა ამერიკის პრეზიდენტი, მან ეს პროგრამა დახურა და ადამიანებს სტატუსი აღარ გაუგრძელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×