რეზონანსი
15.08.2025

ლაშა ბუღაძის განცხადებას აღიარებად მიიჩნევს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბუღაძის და მანამდე თავად ზვიად რატიანის განცხადებები კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ როგორც რატიანმა, ისე მზია ამაღლობელმა დანაშაული გააზრებულად ჩაიდინეს. როგორც მმართველი გუნდში ამბობენ, ლაშა ბუღაძის განცხადება პოლიტიკური ექსტრემიზმის აღიარებაზე მიუთითებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ფაქტობრივად, ლაშა ბუღაძე მოწმედ გამოვიდა ბრალდების მხარის სასარგებლოდ.

"როცა ამბობ, რომ დიახ, ხელი გაარტყა, მაგრამ ხელი გაარტყა სისტემას და ასე შემდეგ - რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაულის აღიარება, ანუ მოწმედ გამოვიდა ბრალდების სასარგებლოდ.

სისტემის საწინააღმდეგოდ იყო თუ სისტემის საგორებლად ამას მნიშვნელობა არ აქვს სისხლის სამართლის კოდექსისთვის, რომელიც ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციელის არის დასჯადი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ლაშა ბუღაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ზვიად რატიანის და მზია ამაღლობელის ქმედება ისტორიული ჟესტია და სამართალდამცველისთვის სილის გაწვნაზე იურიდიული შეფასებები აქტუალური არ არის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×