რეზონანსი
15.08.2025

ოპოზიციას ბევრი და უსაფუძვლო ამბიცია აქვს. ვფიქრობ, რომ არცერთ მათგანს არანაირი რესურსი არ აქვს, რომ რაიმე მართოს, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, ოპოზიციას პროგრამა არ გააჩნია.

„პირდაპირ ეუბნებიან, რომ ქვეყანაში გადატრიალება უნდა მოხდეს. მიუხედავად იმია, რომ ყველა მაჩვენებლით, ყველა სტატისტიკით, უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, მაინც სახელმწიფოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მარიონეტული ხელისუფლება უნდა მოვიდესო, რომელიც საქართველოს ჩართავს იმ პროცესებში, რომელიც მის ნგრევას გამოიწვევს. აი, ამ ფორმულას გვთავაზობს [ოპოზიცია], სხვა არანაირი პროგრამა არ გააჩნია გარდა იმისა, რომ შეიძლება ხან დოლზე დაუკრან, ხან აკრობატული ნომრები გვაჩვენოს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის „ლელო საქართველოსთვის“, თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილისა და მერაბ სეფაშვილის კანდიდატურებს განიხილავს, რასაც გიორგი გახარია არ ეთანხმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×