
მამაკაცზე, რომლის შესახებაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოდან გამოუშვეს და დახმარება ესაჭიროებოდა, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა განცხადებას ავრცელებს:
"გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს კლინიკამ პაციენტს არ გაუწია საჭირო სამედიცინო დახმარება.
ვაცხადებთ, რომ პაციენტი იმყოფება კლინიკაში. მის მიმართ განხორციელდა ყველა აუცილებელი პროცედურა:
• მოხდა პაციენტის იდენტიფიცირება
• მოძიებულ იქნა მისი ოჯახის წევრები
• ოჯახის წევრებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ.
პაციენტს ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები და გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამჟამად იგი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და აგრძელებს მკურნალობას.
ჩვენ ვზრუნავთ პაციენტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
გთხოვთ, ინფორმაციის მიღებისას დაეყრდნოთ მხოლოდ ოფიციალურ და გადამოწმებულ წყაროებს" - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოხუცი კაცი,რომლსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა სკვერში მარტო იმყოფებოდა და წასასვლელი არსად ჰქონდა. ინფორმაცია და ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. მოხუცი კაცის დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა.
"ზის სკვერში, ადამიანი არ რეაგირებს, არის უაზროდ, იქნებ ნათესავებმა ან ნაცნობების ჩინით დავეხმაროთ ამ უბედურს" - წერდა მოქალაქე თინა-ლია ჩივაძე.