რეზონანსი
15.08.2025

პოკროვსკის მიმართულებაზე უკრაინული ჯარები რუსული ძალების გამაგრების მცდელობებს უპირისპირდებიან, არის წარმატებები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული არმია კვლავაც განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს, „ცდილობს რა, ალასკაზე დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთის ხელმძღვანელობას უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური პოზიციები შეუქმნას“.

„ფსონები მართლაც მაღალია. მთავარია, რომ ამ შეხვედრამ ტრამპსა და პუტინს შორის შესაძლებლობა გაუხსნას სამართლიანი მშვიდობისკენ მიმავალ რეალურ გზას და ლიდერების არსებით საუბარს სამმხრივ ფორმატში: უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსული მხარე. ომის დასრულების დროა და შესაბამისი ნაბიჯები რუსეთმა უნდა გადადგას. ამერიკის იმედი გვაქვს. როგორც ყოველთვის, მზად ვართ ვიმუშაოთ მაქსიმალურად პროდუქტიულად“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×