რეზონანსი
15.08.2025

ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერი მწერალი, არ უარყოფს ფაქტს, რომ ზვიად რატიანმა სამართალდამცველს ხელი დაარტყა. ბუღაძე დანაშაულის სამართლებრივ შეფასებას საჭიროდ არ თვლის.

კოლეგის მსგავსად, პოლიციელისთვის სილის გაწვნას სიმბოლურ აქტად მოიხსენიებს თავად ბრალდებული ზვიად რატიანიც. ის დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ მის მიერ მოქნეული ხელი ყველა სამართალდამცველმა საკუთარ თავზე უნდა მიიღოს. მმართველი გუნდისთვის ეს პოლიტიკური ექსტრემიზმის წაქეზება და დანაშაულის აღიარებაა.

ოპოზიციის ნაწილმა ლაშა ბუღაძის პოლიტიკური განცხადებები მწერლის შემოქმედებით მიდგომად შეაფასა. ნაწილი კი ვიდეო კადრებზე ასახულ ფაქტს ვერ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ როგორც ზვიად რატიანის, ისე მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ლაშა ბუღაძეს და ოპოზიციას დღეს სისხლის სამართლის კოდექსი შეახსენეს საქართველოს პარლამენტიდან. პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამართალდამცველზე თავდასხმა საქართველოს მსგავსად ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მკაცრად დასჯადი დანაშაულია. დეპუტატები, ლაშა ბუღაძის განცხადებას ამ დანაშაულის პირდაპირ აღიარებად განიხილავენ.

ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 23 ივნისს დააკავეს. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×