რეზონანსი
15.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Air Force One-ის თვითმფრინავი ანკორიჯში დაეშვა, სადაც მისი უახლოესი მოკავშირეები, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი შეუერთდებიან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მშვიდობის დამყარების მცდელობისას. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპი, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ელმენდორფ-რიჩარდსონის საჰაერო ძალების ბაზაზე ადგილობრივი დროით დილის 11:30 საათზე (19:30 GMT/20:30 BST) შეხვდება. ეს იქნება ორ ლიდერს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნდა.

პუტინის ჩასვლამდე ანკორიჯში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა, თვითონ პუტინი კი მაგადანში შეხვედრებს მართავდა. ზოგიერთი მედიის ცნობით, პუტინი გზაშია და ანკორიჯში მალე ჩავა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×