რეზონანსი
16.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა, გაემჟღავნებინა ის ძირითადი უთანხმოებები, რომელიც მას და რუსეთის პრეზიდენტს აქვთ უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე.

მისი თქმით, ისინი „ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ“.

„არსებობს ერთი ან ორი საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტი, მაგრამ ვფიქრობ, მათი მიღწევა შესაძლებელია“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

„ახლა უკვე პრეზიდენტ ზელენსკის ჯერია, რომ შედეგს მიაღწიოს“, - დასძინა მან.

ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის ურჩევს, კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთთან შეთანხმებას მიაღწიოს.

„[ზელენსკიმ] უნდა დადოს შეთანხმება. რუსეთი ძალიან დიდი ძალაა. უკრაინა კი არა“, - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×