რეზონანსი
16.08.2025

დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა.

ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთ საათზე მეტხანს ესაუბრა.

დონალდ ტრამპი ალასკიდან ენდრიუსის ბაზაზე ჩავიდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×