რეზონანსი
16.08.2025

აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა თუ შედგება, მაშინ უკრაინაში ომი შესაძლოა, შობამდე დასრულდეს. ამის შესახებ  რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი წერს.

მისივე თქმით, სამმხრივი შეხვედრა თუ არ შედგა, შესაძლოა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს სერიოზული შედეგები დააკისროს.

„თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, პრეზიდენტს ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ მე ფრთხილად ოპტიმისტური ვიქნები, რომ ეს ომი შობამდე ადრე დასრულდება. თუ ეს შეხვედრა არ შედგება, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა შესაძლოა, სერიოზული შედეგები დააკისროს პუტინს და ყველას, ვინც მის ნავთობს და გაზს ყიდულობს“, – წერს ლინდსი გრემი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×