
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აქციაზე დაკავებულ დავით ხომერიკთან დაკავშირებით, რომელიც აფეთქების მომზადების ბრალდებით არის დაკავებული და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას ბრიუსელს აკისრებს და დანაშაულის წახალისებაში სდებს ბრალს.
მმართველი გუნდის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს ექსტრემიზმის მასშტაბს, რომელიც აქციებზე დაფიქსირდა.
"ჩვენ ვხედავდით, რომ ყველა ნასროლი მოლოტოვის კოქტეილის უკან იდგა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, პირი, ანუ ევროპული ფული. ეს არ არის ევროპელი ხალხის მიზანი და სურვილი, ეს არის სწორედ იმ ჩინოვნიკების და პოლიტიკური წრეების მიზანი და გარკვეული ქმედება, რომელიც საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის დემოკრატიას“ ახალისებდა. აქედან გამომდინარე, ეს მორალური პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ტვირთი არსებობს, რომელიც დეზავიურებული უნდა იქნას ევროკავშირის მიერ“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.