რეზონანსი
16.08.2025

ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინის ჯერ კიდევ მთელ დონბასს მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ტერიტორიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის მისაღებია, პუტინის პოზიცია არ შეცვლილა - მას ჯერ კიდევ სურს, რომ კიევმა უარი თქვას უკრაინის აღმოსავლეთში დონბასის მთელი ტერიტორიის კონტროლზე“, - წერს გამოცემა.

წყაროების ცნობით, რუსეთი მზად არის, შეწყვიტოს თავისი პრეტენზიების წამოყენება ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების იმ ნაწილებზე, რომლებსაც ახლა არ აკონტროლებს, რითაც, ფაქტობრივად, იქ ფრონტის ხაზს გაყინავს.

ტრამპმა ლიდერებს უთხრა, რომ მზად არის ხელის შეუწყოს უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას თუ ეს ნატო-ს არ შეეხება, და ივარაუდა, რომ პუტინი ამას დათანხმდება.

გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი აღელვებულია იმით, რომ ახლა ტრამპი ზეწოლას მოახდენს ზელენსკიზე, რათა ის ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს შეთანხმების მისაღწევად”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×