რეზონანსი
16.08.2025

საქართველოს ეროვნული გმირის, კაპრალ ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა. ეროვნული გმირი მისმა თანამებრძოლებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა მშობლიურ ქალაქ ოზურგეთში გაიხსენეს.

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედროებმა გმირი მებრძოლის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

კაპრალი ზაზა დამენია საქართველოს თავდაცვის ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. 2004 წლის 16 აგვისტოს მან საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა. კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას სხეულით გადაეფარა და თანამებრძოლები სიკვდილისგან იხსნა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×