
2025 წლის ივლისში, თბილისის უბნებს შორის, ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში გაიყიდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევიდან ვიგებთ.
ანალიზის მიხედვით, კრწანისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 161%-ით გაიზარდა, ხოლო ნაძალადევში 44%-ით შემცირდა.
გთავაზობთ გაყიდული ბინების რაოდენობასა და წლიური რაოდენობის დინამიკას, უბნების მიხედვით:
დიდი დიღომი - 885 (წლიურად 19%-იანი ზრდა);
საბურთალო - 562 (წლიურად 3%-იანი ზრდა);
ისანი - 455 (წლიურად 27%-იანი ზრდა);
სამგორი - 365 (წლიურად 9%-იანი ზრდა);
გლდანი - 337 (წლიურად 1%-იანი კლება);
კრწანისი - 287 (წლიურად 161%-იანი ზრდა);
ნაძალადევი - 236 (წლიურად 44%-იანი კლება);
დიდუბე - 186 (წლიურად 42%-იანი კლება);
ვაკე - 148 (წლიურად 24%-იანი ზრდა);
ჩუღურეთი - 81 (წლიურად 7%-იანი ზრდა);
მთაწმინდა - 76 (წლიურად 15%-იანი ზრდა).
როგორც სტატისტიკიდან ჩანს, კრწანისში გრძელდება გაზრდილი მოთხოვნის ტრენდი, ნაძალადევსა და დიდუბეში კი ტრანზაქციების შესამჩნევი წლიური კლებაა