რეზონანსი
16.08.2025

ალასკაში ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაწერა.

მისი განცხადებით, თურქეთი მზადაა, მშვიდობის დამყარებაში ყველა შესაძლო წვლილი შეიტანოს.

„აშშ-ის პრეზიდენტს, ბატონ ტრამპსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ პუტინს შორის ალასკაში გამართულმა მოლაპარაკებებმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებს ახალი იმპულსი შესძინა. ჩვენ მივესალმებით ალასკის სამიტს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი პროცესი, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით, საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას. თურქეთი მზადაა, ყველა შესაძლო წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარებაში“, – წერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×