რეზონანსი
16.08.2025

ზელენსკიმ მთლიანი დონეცკის ოლქის გადაცემაზე პუტინის მოთხოვნა უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპტთან საუბარში დონეცკის ოლქის არაოკუპირებული ნაწილების გადაცემის თაობაზე პუტინის მოთხოვნა უარყო. სანაცვლოდ, პუტინი სხვა ოლქებში ფრონტის ხაზის გაყინვას ჰპირდებოდა.

"ზელენსკიმ უარყო ეს მოთხოვნა, იუწყებიან წყაროები," - ნათქვამია გამოცემის მასალაში.

Reuters-ის წყაროები ასევე ადასტურებენ, რომ ევროპელი ლიდერები მიიწვიეს ტრამპსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×