რეზონანსი
16.08.2025

„ქართული ოცნების“ გარდაბნის მერობის კანდიდატმა დავით კარგარეთელმა გასული ოთხი წლის მანძილზე განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

„ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში შვიდ საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ასევე, ვფიქრობთ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იმ სოფლებში, სადაც საჭიროა საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები, შევეცდებით, უმოკლეს ვადებში მოვახდინოთ მათი რეაბილიტაცია“-აღნიშნა კარგარეთელმა.

მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, გზების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტი.

„გარკვეული ნაწილი დაეთმობა იმას, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე, ქალაქ გარდაბანში, სადაც დარჩენილია მოსაწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ ამ საკითხს. შემუშავებული გვქონდა ჯანდაცვის და სოცილაური მიმართულებით ძალიან კარგი პროგრამები, რომლითაც უკვე სარგებლობს ჩვენი მოსახლეობა და ეს მიმართულება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, იქნება პრიორიტეტი“-განაცხადა დავით კარგარეთელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×