
მზია ამაღლობელმა რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ქალის რევოლუცია მოაწყო, მან არა მარტო ამხილა, არამედ დაამხო რეჟიმი - ამის შესახებ " ნაციონალაური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობიანი რევოლუციაა ისიც, როდესაც სინდისის პატიმარი, ნიკა კაცია სასამართოში მის სიტყვას ყოველთვის იწყებს სიტყვებით, რომ "რუსეთი ოკუპანტია და ომს ყოველთვის ოკუპანტი იწყებს".
ბოკუჩავა ამბობს, რომ ყველა ადამიანმა თითო აგური უნდა დადოს, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი რევოლუცია მოხდეს.
ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ და არ შევუშალოთ, იმისთვის, რომ მშვიდობიანი რევოლუცია მოხდეს.
წინააღმდეგობის ბრძოლა და მშვიდობიანი რევოლუციისთვის მზადებაა და ამ პროცესის ნაწილია აბსოლუტურად ყველა წინააღმდეგობის კერა, რაც დღეს ქვეყანასია. ვინც ვისხედით მზია ამაღლობელის პროცესზე, მე პირადად იქიდან გამოსულმა, გამსჭვალული ვიყავი ამ რწმენით, რაც მე იქ ვიხილე - ვიხილე ერთი ქალის რევოლუცია რეჟიმის წინააღმდეგ. მზია ამაღლობელმა თავისი სიმტკიცით, თავის სიმშვიდით, ეს ქნა. მშვიდობიანი რევოლუცია არ გულისხმობს მაინცდამაინც აურზაურს, ეს ნიშნავს რეჟიმის დემონტაჟს და ყველა ადამიანმა აგური უნდა დადოს ამ რეჟიმის დემონტაჟისთვის. მზია ამაღლობელმა ნამდვილად მოაწყო ერთი ქალის რევოლუცია რეჟიმის წინააღმდეგ, როდესაც, მან არა მარტო ამხილა, არამედ დაამხო რეჟიმი. ნიკა კაციას სიტყვები, დიახ მშვიდობიანი რევოლუციაა, ადამიანი ამდენი ხანი გამოდის და მის სიტყვებს იწყებს ასე: რუსეთი ოკუპანტაი და ომს ყოველთვის იწყებს ოკუპანტი. რევოლუციაა კი ეს წულუკიანის, ივანიშვილის და რუს-ქოცობის წინააღმდეგ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.