რეზონანსი
17.08.2025

მარნეულში ახალგაზრდა ქალმა საქმრო დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, ყიზილაჯლოელი მამაკაცი, რომლის ქორწილიც 17 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ლესელიძის ქუჩაზე მისულმა საცოლემ, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ გაიგო, მამაკაცი დანით დაჭრა. ქალი დააპატიმრეს, ხოლო მამაკაცი კლინიკაშ მოათავსეს.

"ხვალ ქორწილი ჰქონდა, ნაქირავებ ბინაში კი სხვა ქალთან იმყოფებოდა, ადგილზე მისულმა საცოლემ მამაკაცი დანით დაჭრა" - აღნიშნულია "მარნეულინიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×