რეზონანსი
17.08.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და საკარმიდამო მიწის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, დაკავებულის მიერ დათესილი და კულტივირებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 200-მდე ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×